ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
რუსეთის ხელისუფლება რამდენიმე დღეში ქვეყნიდან გამსვლელებისთვის საზღვრებს დაკეტავს - ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ამის შესახებ გამოცემები „სოტა“ და „მედუზა“ წერენ. მათი ცნობით, შესაძლოა ეს 27, ან 28 სექტემბერს მოხდეს.
წყაროები პარლამენტსა და ძალოვან უწყებებში ვერ აკონკრეტებენ, შეეხება თუ არა შეზღუდვა რუსეთის ყველა მოქალაქეს, თუ აკრძალვა იქნება მხოლოდ მობილიზაციის ასაკის მამაკაცებისთვის, თუმცა, როგორც "სოტა" წერს, ყველა წყარო ადასტურებს, რომ საზღვრები, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების დასრულების შემდეგ დაიკეტება.