ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება.
"რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ ომს. ვხედავთ, რომ ისინი ახდენენ დამატებითი ძალების მობილიზებას, ისინი ცდილობენ, გაწირონ მეტი ადამიანი და მიიღონ მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი პუტინი მზად არის, ამ ომში დიდი ხნით იყოს და დაიწყოს ახალი შეტევები", - თქვა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება, თუმცა ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება.