პორტუგალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

პორტუგალიაში, მადეირას მუნიციპალიტეტის უდიდეს ქალაქში, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,6 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრა 5 კილომეტრის სიღრმეზე, დილით ადრე, ადგილობრივი დროით 02:31 საათზე მოხდა.

წინასწარი სეისმური მონაცემების თანახმად, მიწისძვრა ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე თითქმის ყველა მაცხოვრებელს უნდა ეგრძნო.