„ყველას გულის ტკივილი ხარ ...“ - ვინ არის ხობში ავარიის შედეგად გარდაცვლილი ბავშვი

პოლიცია

ხობის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვი გამთენიისას სენაკში "არქიმედეს” კლინიკაში გარდაიცვალა.

ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ.

“მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა” – “განაცხადეს კლინიკაში. 

გარდაცვლილი ბავშვი, სავარაუდოდ, 3 წლამდეა

„გიო ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული, ყველას გულის ტკივილი ხარ გიო, გამძლეობა მშობლებს“,- წერენ ახლობლები.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში გუშინ მოხდა.

სავარაუდოდ, ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს და მერე ერთ-ერთი კი დედა-შვილს დაეჯახა. ისინი სენაკში, “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს.