8 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებები შევა
1762533554
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო პირად საუბრებში სანდო პირებს ეუბნება, რომ ჯეი დი ვენსი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატობის ფავორიტია და რომ იგი მხარს დაუჭერს ვიცე-პრეზიდენტს, თუ ის კენჭს იყრის. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO აშშ-ის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ ორ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუბიოს ეს პირადი კომენტარები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ გეგმავს ზოგიერთი „რესპუბლიკელი“ ბრძოლას ტრამპის შემდგომ მემკვიდრეობისთვის“, - წერს გამოცემა POLITICO.
„მარკომ ძალიან გარკვევით თქვა, რომ ჯეი დი იქნება „რესპუბლიკელების“ კანდიდატი, თუკი მას ეს თავად მოუნდება“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანთან დაახლოებულმა პირმა.
„ის ყველაფერს გააკეთებს, რაც მის ძალებშია, რათა მხარი დაუჭიროს ვიცე-პრეზიდენტს ამ ძალისხმევაში“, - თქვა რუბიოსთან დაახლოებულმა პირმა.
დონალდ ტრამპმა არაერთხელ დაასახელა ვენსი და რუბიო, როგორც მისი ორი ყველაზე სავარაუდო მემკვიდრე, და გასულ კვირას ისიც კი აღნიშნა, რომ მათ ერთად უნდა იყარონ კენჭი.