პარიზში, სადაც „პსჟ“-ს გამარჯვებას აღნიშნავდნენ, 2 ადამიანი დაიღუპა

პარიზი

 მასობრივი არეულობების შემდეგ, რომლებიც საფრანგეთში საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემდეგ მოხდა, პოლიციამ სულ მცირე 559 ადამიანი დააკავა.

როგორც Le Figaro წერს, არეულობების დროს სულ მცირე 192 ადამიანი დაშავდა, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის 22 თანამშრომელი და შვიდი მეხანძრე. პოლიციამ დააფიქსირა 264 სატრანსპორტო საშუალების დაწვა.

დაღუპულია ორი ადამიანი. კომუნა დაქსში 17 წლის მოზარდს, რომელიც „პსჟ“-ს გამარჯვებას ქუჩაში ზეიმობდა, გულმკერდში დანა ჩაარტყეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პარიზის მე-15 ოლქში კი მანქანა დაეჯახა ქალს, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა. ქალი გარდაიცვალა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 300-მდე დაკავებულის შესახებ.