ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
19 წლის სერბი გოგონა მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, ის პარაშუტით ფრენის დროს პანიკაში ჩავარდა, უსაფრთხოების ღვედი შეიხსნა და ადრიატიკის ზღვაში 50 მეტრზე მეტი სიმაღლიდან ჩავარდა.
შემთხვევა გასულ კვირას ბუდვას სანაპიროზე მოხდა. გოგონას, სახელად ტიიანა რადონიჩს ადგილობრივმა ტურისტულმა სააგენტომ სარეკლამო ვიდეორგოლის გადაღების სანაცვლოდ უფასო ფრენა შესთავაზა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ დაცემამდე ცოტა ხნით ადრე გოგონა აღელვებული ჩანდა და დახმარებას ითხოვდა. ტრაგედიამდე გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობს ის უსაფრთხოების ღვედისა და სამაშველო ჟილეტის გახსნას, რის შემდეგაც წონასწორობას კარგავს, გადაბრუნდება და სიმაღლიდან ვარდება.