ორდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ნეპალის პარლამენტის შენობას ჯარისკაცები იცავენ

ნეპალი

ორდღიანი დაპირისპირების შემდეგ ნეპალის პარლამენტის შენობას ჯარისკაცები იცავენ.

როგორც „როიტერი“ წერს, ქვეყანაში წესრიგი ეტაპობრივად აღდგა და ხელისუფლების მიერ დაწესებული კომენდანტის საათის წესები, ძირითად შემთხვევაში, სრულდება.

ნეპალის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საერთო ჯამში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 630-ს გადააჭარბა.

ცნობისთვის, ნეპალში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ყალბი ამბების, სიძულვილის ენისა და ონლაინთაღლითობის წინააღმდეგ საბრძოლველად სოციალური მედიის პლატფორმები სახელმწიფოს მიერ უნდა დარეგულირებულიყო. ამასთან, აქტივისტები ქვეყანაში კორუფციის შემთხვევების გახშირებასაც აპროტესტებდნენ. ნეპალის ხელისუფლებამ მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე სოციალურ მედიაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა. დაპირისპირების ფონზე თანამდებობა დატოვა ნეპალის პრემიერ-მინისტრმა, შარმა ოლმა.