ნიკოლას მადუროს დაკავებაში დახმარებისთვის ამერიკის შეერთებული შტატები 50 მილიონ დოლარს გასცემს

ლკ

ნიკოლას მადუროს დაკავებაში დახმარებისთვის ამერიკის შეერთებული შტატები 50 მილიონ დოლარს გასცემს. ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. თანხა ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტოა და ორჯერ სცდება ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელის შესახებ დაწესებულ რეკორდულ ჯილდოს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი, ვენესუელას პრეზიდენტს ადანაშაულებს ნარკოკარტელის შექმნასა და ხელმძღვანელობაში, რომლის მოქმედებებითაც 20 წლის განმავლობაში აშშ-ში ასობით ტონა ნარკოტიკი ხვდებოდა.