ნიგერიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ნიგერია

 ნიგერიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 151-მდე გაიზარდა.

სტიქია ქალაქ მოკვას კვირის დასაწყისში დაატყდა თავს. დანგრეულია სახლები, ათასობით ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია.

ადგილობრივ სამაშველო სამსახურში ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან ადიდებულმა მდინარე ნიგერმა უფრო მეტი ადამიანი გაიტაცა. ზოგი ოჯახი 2-ან 5-მდე ნათესავს, მათ შორის ბავშვებს ამ დრომდე ეძებენ.