რა არ უნდა განათავსოთ ხატებთან ერთად და როგორ უნდა მოაწყოთ სიწმინდეების კუთხე
1747857127
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მზადაა ომი შეწყვიტოს იმ შემთხვევაში, თუ დაჯგუფება „ჰამასი“ ყველა მძევალს გაათავისუფლებს, იარაღს დაყრის და ხელისუფლებიდან წავა.
ამის შემდეგ კი ღაზის სექტორი მთლიანად უნდა განიარაღდეს და ანკლავში ტრამპის გეგმა განხორციელდეს, რაც ღაზის მცხოვრებლებს, სურვილის შემთხვევაში, ანკლავის დატოვების შესაძლებლობას მისცემს.
„მზად ვარ დავასრულო ომი მკაფიო პირობებით, რომლებიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას, ყველა მძევალი დაბრუნდება სახლში, „ჰამასი“ დაყრის იარაღს და გადადგება ხელისუფლებიდან. მისი ხელმძღვანელობა გაძევებული იქნება სექტორიდან. ღაზა სრულად განიარაღდება და ჩვენ განვახორციელებთ ტრამპის გეგმას, რომელიც სწორია და რევოლუციური. ღაზაში მცხოვრებლებს, რომლებსაც სურთ იქაურობის დატოვება, შეძლებენ ამის გაკეთებას“, - თქვა ნეთანიაჰუმ.