გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის საკითხი მოგვარებასთან ახლოსაა და შეთანხმება შესაძლოა, „მთელ ევროპას“ მოიცავდეს. მისი თქმით, შეთანხმება „დიდი და ლამაზი“ იქნება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
„ეს იქნება ძალიან დიდი შეთანხმება, ის უკრაინაზე მეტს მოიცავს და შემიძლია, ვთქვა, რომ ის შეიძლება, მთელ ევროპასაც მოიცავდეს. ეს იქნება დიდი, ლამაზი შეთანხმება და ყველა აღფრთოვანებული იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.
მედიასთან საუბრისას ტრამპმა დაადასტურა, რომ დმიტრიევს შეხვდა, მაგრამ თქვა, რომ უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებები არ ჰქონია.
თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება და ის, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.
ცნობისთვის, 5 ნოემბერს უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ აშშ-ის პირველმა ლედიმ შეხვედრა გამართა, რომლის ინიციატორი თავად მელანია ტრამპი იყო.
შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი და უკრაინის მმართველ პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია ესწრებოდნენ.
მელანია ტრამპმა უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას 23 ოქტომბერს მიაღწია. 2 ნოემბერს აშშ-ის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის დროს, ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, ოლეშკიდან თითქმის 800 ადამიანი გაიყვანეს. ამასთან, მელანია ტრამპი რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრას ხუთშაბათს უმასპინძლებს.