მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ერთი ქვეყანა, რომელიც საკვებით თვითკმარია და იმპორტი არ სჭირდება - სამეცნიერო კვლევა

პროდუქტი

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობის ძალიან ფართო სისტემაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია საკუთარი მოქალაქეებისთვის საკმარისი პროდუქტის მიწოდება ისე, რომ იმპორტი არ დასჭირდეს. 

ჟურნალ Nature Food- ში გამოქვეყნებული ახალი სამეცნიერო კვლევის თანახმად, ეს არის სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქვეყანა, გაიანა.

800 000-ზე ნაკლები მოსახლეობით, გაიანას აქვს ყველა საჭირო ბუნებრივი პირობა სრული კვებითი დამოუკიდებლობისთვის. თბილი კლიმატი უზრუნველყოფს იდეალური ამინდის პირობებს მთელი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობისთვის. ოკეანეზე პირდაპირი წვდომა კი საკმარისი წყლის რესურსების მოპოვების საშუალებას იძლევა. ამიტომ, გაიანას შეუძლია ყველა ძირითადი ჯგუფის საკმარისი რაოდენობის პროდუქციის წარმოება: მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტები, ხორცი, თევზი და ზღვის პროდუქტები.

მსოფლიოს ქვეყნების მესამედზე მეტს მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მხოლოდ ერთ ან ორ კვებით კატეგორიაში შეუძლია. ზოგიერთ ქვეყანას, როგორიცაა ავღანეთი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, არ შეუძლია მოსახლეობის მოთხოვნილებების დამოუკიდებლად დაკმაყოფილება არცერთ კატეგორიაში და ყველა სახის პროდუქტის შიდა წარმოების ნაკლებობის კომპენსირებისთვის იმპორტზეა დამოკიდებული.