მეთიუ ვიტაკერი: ვაშინგტონი რუსეთ-უკრაინის ომისგან გაკვეთილს სწავლობს, თუ როგორ შეგვიძლია, ვიყოთ ტექნოლოგიურად მოქნილები, რათა დავუპირისპირდეთ ცვლილებებს

მეთიუ ვიტაკერი

ნატო-ში აშშ-ს ელჩის, მეთიუ ვიტაკერის განცხადებით, ვაშინგტონი რუსეთ-უკრაინის ომისგან გაკვეთილს სწავლობს.

ამერიკელ დიპლომატს კითხვა დაუსვეს, აშშ-ს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების მხრიდან პოტენციური საფრთხეების არსებობაზე, იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ რამდენად მარტივია დრონების გამოყენება, როგორც ეს „ობობას ქსელის“ უკრაინული ოპერაციის შემთხვევამ გამოავლინა.

„ჩვენ ვცდილობთ, ავითვისოთ თითოეული გაკვეთილი, რომელიც შეიძლება, თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებიდან მივიღოთ, მათი განვითარების სისწრაფე და ის, თუ როგორ შეგვიძლია, დავნერგოთ ინოვაციები და ვიყოთ ტექნოლოგიურად მოქნილები, რათა დავუპირისპირდეთ ცვლილებებს, რომლებიც დროსთან ერთად ხდება“, – განაცხადა მეტიუ ვიტაკერმა.

მისი თქმით, ნატო-ში აღიარებენ, რომ მოწინააღმდეგეები ყიდულობენ ან თავად აწარმოებენ ახალ სისტემებს, მათ შორის, მცირე ზომისა და ძვირადღირებულ დრონებს.

„ნატო განაგრძობს ყველა საჭირო ზომის მიღებას ერთიანობის, მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ადაპტაციას უსაფრთხოების სფეროში არსებული ცვლილებების მიმართ“, – განაცხადა მეთიუ ვიტაკერმა.

რაც შეეხება რუსეთ- უკრაინის ომს, მეთიუ ვიტაკერის თქმით, ის უნდა დასრულდეს, ამისთვის კი, საჭიროა დიპლომატიური ძალისხმევა.