ტრაგედია მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის ოჯახში
1752576837
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი X-ზე თეთრი სახლის ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა.
„ტრამპმა კრემლს თეატრალური ულტიმატუმი წაუყენა. მსოფლიო შედეგების მოლოდინში შეძრწუნდა, აგრესიული ევროპა იმედგაცრუებული დარჩა. რუსეთს ეს არ ადარდებს,“ - აცხადებს მედვედევი.
შეგახსენებთ, ტრამპმა რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად 50 დღე მისცა.
„ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ რუსეთით. ძალიან მკაცრ ტარიფებს დავაწესებთ, თუ 50 დღეში შეთანხმება არ მიიღწევა – დაახლოებით 100-პროცენტიანი ტარიფები, მეორადი ტარიფები. ამ ომში დაახლოებით 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ და გვინდა მისი დასრულება. ეს ჩემი ომი არ არის, ბაიდენის ომია“, - აღნიშნა ტრამპმა.