მარკო რუბიომ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს სანქციები დაუწესა

მარკო რუბიო

მარკო რუბიომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ მომხსენებელს ფრანჩესკა ალბანეზეს სანქციები დაუწესა. როგორც მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განმარტა, ამის მიზეზი ალბანეზეს მიერ საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოში ქმედებები გახდა.

„დღეს სანქციებს ვუწესებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ მომხსენებელ ფრანჩესკა ალბანეზეს, საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოში მისი არალეგიტიმური და სამარცხვინო მცდელობის გამო, აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირების, კომპანიებისა და მენეჯერების წინააღმდეგ ქმედებების ინიცირების მიზნით.

ალბანეზეს მიერ აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ წარმოებულ პოლიტიკური და ეკონომიკური ომის კამპანიას აღარ მოვითმენთ. ჩვენ ყოველთვის დავუდგებით მხარში ჩვენს პარტნიორებს მათი თავდაცვის უფლებაში. შეერთებული შტატები გააგრძელებს ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის სამართლებრივი ზეწოლის საპასუხოდ და ჩვენი სუვერენიტეტისა და მოკავშირეების დაცვის მიზნით“, - წერს რუბიო