ეზოთერიკოსები ასახელებენ, რომელ ასაკში იკრძალება ოქროს სამკაულების ტარება
1755715204
ლუიზიანელი მამაკაცი, რომელმაც აღიარა, რომ 2023 წელს 7 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა, ფიზიკურ და ქიმიურ კასტრაციაზე დათანხმდა, - ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
პროკურატურის ცნობით, საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, მაკარტნი დათანხმდა კასტრაციას. ის ასევე 40 წლიან სასჯელს ლუიზიანას შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაატარებს.
იქამდე, მამაკაცი 2011 წელს დამამძიმებელ გარემოებებში სექსუალური ძალადობის მცდელობისთვის გაასამართლეს.
„ეს საშინელი დანაშაულია, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. თომას მაკარტნი მტაცებელია, რომელიც ჩვენი საზოგადოების სხვა წევრებისგან მოშორებით უნდა იყოს“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.