მაკრონი: ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმებს კანონიერი საფუძველი არ გააჩნია - არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ხალხის ნაცვლად მივიღოთ გადაწყვეტილება მათი ლიდერების შეცვლაზე

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმებს „კანონიერი საფუძველი არ გააჩნია“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეჟიმის შეცვლა ქვეყანაში ხალხის ნების შედეგი უნდა იყოს და არა „ბომბების“.

„ამ დარტყმებს არ გააჩნია კანონიერი საფუძველი, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი იზიარებს მიზანს – არ დაუშვას ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.

„მე მჯერა ხალხთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ხალხის ნაცვლად მივიღოთ გადაწყვეტილება მათი ლიდერების შეცვლაზე“, - დასძინა მაკრონმა.