ცნობილია როდის დაიწყება ძლიერი სიცხეები საქართველოში
1781552028
ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ არავითარი საომარი მოქმედებების დაწყებას არ აპირებს, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არაბულ მედიასთან ინტერვიუში.
ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი სამხედრო თვალსაზრისით ძალიან მოწყვლადია, რადგან ქვეყანა უკრაინელი სამხედროებისთვის „ხელის გულზე“ დევს.
ამასთან ერთად, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსის ომში ჩაბმის შემთხვევაში, ფრონტის ხაზი 1,5 ათასი კილომეტრით გაიზრდება. „ომის აღნიშნული მიმდინარეობისას ჩვენ ამ მონაკვეთის დაცვას ვერ შევძლებთ“, - თქვა ლუკაშენკომ.
შესაბამისად, როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ბელარუსის ომში ჩართვა ნებისმიერ როლში „მიუღებელია“. ლუკაშენკომ ზელენსკის კრიტიკის გამო ბოდიშიც მოიხადა.
„რაც შეეხება ზელენსკის კრიტიკას, შესაძლოა, სადღაც „გადავამლაშე“. თუ ვლადიმერ ალექსანდრეს ძეს ეწყინა, ვთხოვ პატიებას. იქნება, არ ღირდა, რომ მეთქვა, იმის გათვალისწინებით, რომ ის ომობს“, - თქვა ლუკაშენკომ.
ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს
1781454605