ქეთი ეგიდუნაშვილის ყოფილმა ქმარმა დუმილი დაარღვია - რას ამბობს „ტიკტოკერის“ შვილის მამა
1752436406
ყველას გვაქვს განცდილი ისეთი მომენტები, როცა თავში გაგვიელვებს ხოლმე აზრი, "ნეტავ, პირადი კუნძული მქონდეს, სადაც გავიქცეოდი," — იქნება ეს გადატვირთული სამუშაო დღე ოფისის სიმჭიდროვეში თუ უბრალოდ ყოველდღიური რუტინისგან დაღლილობა.
ანტრეპრენერმა კრისტინა როთმა ეს იდეა რეალობად აქცია. ის უბრალოდ კი არ "გაიქცა" კუნძულზე, არამედ თავად გახდა კუნძულის მფლობელი, ახლა კი ამ კუნძულის კარი მთელი მსოფლიოს ქალებს გაუღო, თუმცა, ამ სამოთხეში კაცების ადგილი არ არის.
SuperShe Island — იგივე "სუპერქალების კუნძული" — ბალტიის ზღვაში, ფინეთის სანაპიროსთან მდებარეობს. 34 000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი — პირდაპირი მნიშვნელობით "უკაცო" სივრცე — მოიცავს ოთხ ახლად განახლებულ კოტეჯს და ერთდროულად 10 ადამიანს იტევს. კუნძული ხუთვარსკვლავიანი კურორტების კომფორტს გვთავაზობს: ფინური საუნები, სპა ზონა, გემოვნებით მოწყობილი ოთახები. ყოველდღიურ პროგრამაში შედის იოგა, მედიტაცია, ფერმაში მოყვანილი პროდუქტებისგან შემდგარი მენიუთი კვება, კულინარიული და ფიტნეს გაკვეთილები, აქტივობები ბუნებაში და სხვა.
როთის განვლილი გზა ამ უტოპიამდე იოლი ნამდვილად არ ყოფილა.
"ორი ჩემოდნით ჩამოვედი ნიუ-იორკში, არავინ მიცნობდა და ბიზნესი ასე დავიწყე — ინვესტორების გარეშე...," — ამბობს გერმანიაში დაბადებული როთი, რომელმაც საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია Matisia Consultants დააარსა. "ლეპტოპით და გონებით ავაწყე ყველაფერი, და კომპანიის მოგება წლიურად $65 მილიონამდე გავზარდე," — იხსენებს ის.
ამ გზაზე როთი ბევრმა — ძირითადად კაცებმა — დააკნინეს.
"კომპიუტერული მეცნიერების განხრით მხოლოდ კაცებთან მიწევდა მუშაობა. არაერთხელ მომისმენია: "ჰეი, ქერავ, შენ აქ რას აკეთებ?" — განსაკუთრებით სტუდენტობისას," — ამბობს ის. "ტექნოლოგიების სფეროში გარეგნობით განსჯა ნორმაა, სამწუხაროდ."
ერთხელ, როცა ის უკვე Matisia Consultants-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ახალ კლიენტს უნდა შეხვედროდა. შეხვედრაზე ჯგუფთან ერთად მივიდა. კლიენტმა იცოდა, რომ კომპანიის დირექტორი მოდიოდა, მაგრამ როგორც კი შევიდნენ, უფროსი ასაკის კაცს მიესალმა — რომელიც სინამდვილეში როთის თანამშრომელი იყო.
"მაშინვე მასთან მივიდნენ. ხელი ჩამოართვეს. ის კი ჩემთვის მუშაობდა," — ამბობს როთი. "მთელი პროექტის განმავლობაში ამაზე ვხუმრობდი და ეს მტკივნეული ამბავი არასდროს დამვიწყებია."
ორი წლის წინ, მას შემდეგ რაც კომპანია გაყიდა (თანხა გასაჯაროებული არ არის), როთმა მოგზაურობა და ქალების გაცნობა დაიწყო. მისი ამბავი ბევრ ქალს შთააგონებდა — და ისიც სხვა ქალებისგან იღებდა შთაგონებას: მოდაში, ხელოვნებაში, სპორტში…
კუნძულის იდეა თანდათან განვითარდა.
"ბევრ ქალთა ქსელურ შეხვედრაზე დავდიოდი," — ამბობს როთი. "მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა, სულ ვწუხდი დროის დაკარგვაზე. ყველაფერი ზედმეტად ორგანიზებული იყო — "გამარჯობა, აი ჩემი სავიზიტო ბარათი" და ასე შემდეგ."
როთს უნდოდა რაღაც სხვანაირი შეექმნა — ასე დაიბადა SuperShe Society — სუპერქალების საზოგადოება. თავიდან ეს იყო ქსელი, შემდეგ დაემატა ბლოგი, ღონისძიებები და ქალებისთვის განკუთვნილი ტურები ჰავაიზე, ნეკერის კუნძულსა და ტერკს-კაიკოსში. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ქალებსაც ჰქონოდათ ისეთი სივრცე, როგორებიც კაცებს აქვთ — გოლფის მინდვრები, სიგარის კლუბები და სხვა.
"SuperShe ნიშნავს: "მოდი, გავერთოთ — ვისერფინგოთ, ლაშქრობაზე წავიდეთ, გავიცნოთ ერთმანეთი — თუ მოგვწონს ერთმანეთი, ერთმანეთს დავეხმარებით", — ამბობს როთი.
დღეს SuperShe-ს დაახლოებით 3,000 წევრი ჰყავს. "ჩემთვის SuperShe ნიშნავს დამოუკიდებელ ქალად ყოფნისკენ სწრაფვას," — ამბობს როთი. "ცხოვრებაში ხანდახან არ ვართ დამოუკიდებლები. ამიტომ უნდა ვისწავლოთ, როგორ ვიყოთ ფინანსურად და ემოციურად დამოუკიდებლები, რათა ჩვენი მომავალი ჩვენვე გვეკუთვნოდეს."
მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი კუნძული ამ ფილოსოფიას კიდევ უფრო აძლიერებს. მოგზაურობისას ეს იდეა როთს საბოლოოდ ჩამოუყალიბდა. თავიდან კუნძული ტერკს-კაიკოსში შეიძინა, მაგრამ შემდეგ ქარიშხალმა ირმამ ის რეგიონი დააზარალა, სადაც როთს ქალების სამოთხის მოწყობა სურდა.
ამასობაში, მისმა შეყვარებულმა ბალტიის ზღვაში არსებული კუნძულის შესახებ მოუყვა.
"ყოველთვის მქონდა ეს ფიქრი: "ერთ დღეს მინდა კუნძულზე გავიქცე,"" — ამბობს როთი. "ფინეთში ყოფნისას შესაძლებლობა წარმოიშვა — და მაშინვე მივხვდი, რომ უნდა გამომეყენებინა."
კუნძული გაურემონტებელი იყო — არც ელექტრობა, არც წყალი, არც გზა. როთმა დიდი თანხა დახარჯა (ზუსტ რიცხვს არ ასახელებს) და კუნძული ქალებისთვის თავშესაფრად გადააქცია.
გგონიათ, ეს თქვენი სამოთხეა? მაშინ უნდა იცოდეთ — კუნძულზე ვერანაირად ვერ დაჯავშნით ადგილს. ყველა მონაწილეს პირადად კრისტინა არჩევს. შესარჩევი ეტაპი ვიდეოინტერვიუსაც მოიცავს.
"ხანდახან კუნძულზე მოხვედრის მსურველთა ისტორიებს ვკითხულობ და ვერ ვწყდები… ისეთი განცდა მაქვს, რომ მართლა სწორი იდეა იყო. ქალები მწერენ: "ამაზე ვოცნებობდი", "ზუსტად ეს მინდოდა". ეს უკუკავშირი ძალიან მეხმარება," — ამბობს როთი.
თუმცა კუნძულს კრიტიკაც არ აკლია. ერთი კვირის სრულყოფილი დასვენება ამ კუნძულზე $5,000–$6,000 ჯდება — რაც ბევრისთვის მიუწვდომელია. ასევე, მკაცრი შერჩევის პროცესი ბევრს არ მოსწონს — ამბობენ, რომ შერჩევის ეს მოდელი გამორიცხავს ფერადკანიან ქალებს, შშმ პირებს, ტრანსგენდერ ადამიანებს.
როთი კრიტიკას არ ეთანხმება. ამბობს, რომ SuperShe "სრულიად თანასწორობის პრინციპზე დგას", და მიუხედავად იმისა, რომ კუნძულს აქვს ლიმიტირებული შესაძლებლობები, კუნძულის კარი ყველასთვის ღიაა.
ფასზეც აქვს პასუხი: "აქ ჩამოსვლა, ტრანსფერი აეროპორტიდან, ყოველდღიური მასაჟები, კვება, სრული პროგრამა და კერძო კუნძული — რა გაგიკვირდათ?"
თუმცა, როთი მაინც გეგმავს ერთდღიან, ხელმისაწვდომ ვარიანტს ადგილობრივი ფინელი ქალებისთვის და ევროპაში მოგზაურთათვის. ამბობს, რომ კუნძულზე უფასო ადგილებსაც გამოყოფს, როცა საჭირო იქნება.