მამაკაცზე, რომელსაც მეუღლის შვილიშვილის გაუპატიურება ედება ბრალად, ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1776527867
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ხელმძღვანელობით, მსოფლიო ლიდერები დისტანციურ შეხვედრას გამართავენ, სადაც ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის საკითხს განიხილავენ.
კირ სტარმერი ონლაინ სამიტისთვის დღეს პარიზში ჩავა.
როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მსოფლიო ლიდერები სრუტის ხელახლა გასახსნელად საერთაშორისო მისიას შექმნიან.
ამასთან, გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის ცნობით, პარიზში სამიტზე დასასწრებად გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც გაემგზავრება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში 40-მდე ქვეყნის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. ლიდერები განიხილავენ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის „მყიფე შეთანხმების“ მხარდაჭერას და სრუტეში საზღვაო მარშრუტების ხელახლა გახსნისა და უსაფრთხოების საკითხებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, ლიდერები ასევე იმსჯელებენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობის მხარდაჭერაზე.