ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე „ზარალა“ დააკავეს
1751817831
ჟენევის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კატებსა და ძაღლებზე ზრუნვა ხანდაზმულ ასაკში ადამიანს კოგნიტიურ ცვლილებებთან, მათ შორის დემენციასთან ბრძოლაში ეხმარება.
სპეციალისტებით განმარტებით, შინაური ცხოველები მათი პატრონების ტვინის დაბერების პროცესს აჩერებენ. ძაღლები ხელს უწყობენ როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მეხსიერების გაუმჯობესებას, ხოლო კატები ეხმარებიან საუბრის გამართულობის შენარჩუნებაში.
ევროპაში ჩატარებული ჯანმრთელობისა და პენსიაზე გასვლის შესახებ კვლევის რვა ტალღის მონაცემების მიხედვით, 50 წელზე უფროსი ასაკის შინაური ცხოველების მფლობელები ავლენენ აშკარა განსხვავებებს კოგნიტიურ ფუნქციებში ცხოველის ტიპის მიხედვით. თუმცა თევზებსა და ფრინველებს არ აქვთ ისეთი ეფექტი, როგორიც კატებსა და ძაღლებს.
მეცნიერი ადრიანა როსტეკოვა აღნიშნავს, რომ ემოციური კავშირი ცხოველთან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თევზებისა და ფრინველების მოკლე სიცოცხლე შეიძლება ამ კავშირს ზღუდავდეს, ხოლო ფრინველების ხმაურმა შესაძლოა ძილის ხარისხზე და, შესაბამისად, კოგნიტუირ ფუნქციაზეც უარყოფითად იმოქმედოს.
ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ კატებსა და ძაღლებზე ზრუნვა ხანდაზმულ ასაკში ჯანმრთელობის მნიშვნელოვან კომპონენტად უნდა ჩაითვალოს. კიდევ ერთი უპირატესობაა ის, რომ ოთხფეხა მეგობრები მფლობელების განწყობას აუმჯობესებენ.
„ასევე არსებობს ალბათობა, რომ კატები და ძაღლები ხელს უწყობენ სოციალური სტიმულაციის გაზრდას, რაც შეიძლება კოგნიტიური ფუნქციის შენელებულ დაქვეითებას უკავშირდებოდეს: ძაღლები უფრო ხშირად ურთიერთობენ ადამიანებთან, ხოლო კატები ადამიანებისთვის სოციალური ქსელის შემცვლელები ხდებიან,“ - დაამატა ადრიანა როსტეკოვამ.