dailymail: დონალდ ტრამპის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, ბორტზე იმყოფებოდა პირველი ლედიც
1758229389
რუსეთში, კამჩატკასთან ახლოს 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
რუსული მედიის ცნობით, ძლიერი ბიძგების შემდეგ ცუნამის წარმოქმნის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა. მათივე ცნობით, ამ დროისთვის მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა. მას ოთხი შემდგომი ბიძგი მოჰყვა, რომელთა სიმძლავრე 5.1-დან 5.8 მაგნიტუდამდე იყო.
ცნობისთვის, კამჩატკა მაღალსეისმურ ზონაში მდებარეობს, სადაც ბოლო კვირის განმავლობაში სულ მცირე ორი მიწისძვრა მოხდა, რომელთა სიმძლავრე 7 მაგნიტუდას აღემატებოდა.