ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპული კომისია დასკვნას, მიენიჭოს თუ არა უკრაინას კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მომავალი კვირის ბოლომდე წარადგენს.
„დღევანდელი დისკუსიები საშუალებას მოგვცემს, დავასრულოთ ჩვენი შეფასება მომავალი კვირის ბოლომდე. თქვენ ბევრი გააკეთეთ კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროა რეფორმების გატარება, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლა“, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.