„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
იტალიელი კარაბინიერები ქალაქ მაკერატაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, 49 წლის ეკა ჯ-ს რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. მასთან ერთად ფარულ კონტროლზე იყო აყვანილი ნიგერიელი მამაკაცი ბენჟამინ უ. - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პრესა წერს, რომ ქართველი ქალი, მეგობარ მამაკაცთან ერთად ნარკოტიკებით ვაჭრობაში იყო შემჩნეული. სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს მაკერატას სადგურთან ახლოს მდებარე სახლში.
ადგილზე აღმოჩენილია სარეალიზაციოდ დაფასოებული კოკაინი, ჰეროინი და 1500 ევროს ოდენობით ნაღდი ფული. ორივე ბრალდებული დაკავებულია.