ისრაელური მედია: ტრამპმა კატარში „ჰამასის“ ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციას მწვანე შუქი აუნთო

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კატარში „ჰამასის“ ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციას მწვანე შუქი აუნთო.

ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური ტელეარხი Channel 12-ი ისრაელის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, „ჰამასის“ ლიდერი, ხალედ მაშალი - რომლის ლიკვიდაციაც ისრაელმა 1997 წელს იორდანიაში სცადა - „ჰამასის“ ლიდერების შეხვედრას ესწრებოდა.

მანამდე ისრაელის თავდაცვითი ძალების სამხედრო-საჰაერო ძალებმა კატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარე დაჯგუფება „ჰამასის“ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანეს.