ისრაელმა ღაზის სექტორში ახალი ოპერაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი სახმელეთო მოქმედებები დაიწყო

ღაზის სექტორი

ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და სამხრეთ რაიონებში, ოპერაცია „გიდეოენის ეტლების“ ფარგლებში ფართომასშტაბიანი სახმელეთო ქმედებები დაიწყო. არმიის ცნობით, ანკლავში სამხედრო კამპანიის გააქტიურების მიზეზი გახდა ის, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ მოლაპარაკების მორიგი რაუნდისას, პროგრესს ვერ მიაღწიეს.

„ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ღაზაში სამხედრო ოპერაცია „გიდეონის ეტლები“ ​​დაიწყეს. ჩვენი ამოცანაა მძევლების დაბრუნება და „ჰამასის“ ხელმძღვანელობის დემონტაჟი. გავაძლიერებთ სამხედრო კონტროლს ღაზის სექტორზე. სექტორი სეგმენტებად დაიყოფა, მოსახლეობას მათივე უსაფრთხოებისთვის, იმ ტერიტორიიდან გავიყვანთ, სადაც ჩვენ ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა „ცაჰალის“ წარმომადგენელმა ეფი დეფრინმა.