შეცდომა, რომელსაც მორწმუნეები აღდგომის ღამეს უშვებენ - ღვთის მსახურის განმარტება
1775592664
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანში იერიშები შეწყვიტეს.
„პოლიტიკური ეშელონის დირექტივების შესაბამისად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა შეწყვიტეს ცეცხლი ირანის წინააღმდეგ კამპანიაში და თავდაცვის მხრივ მაღალ მზადყოფნაში რჩებიან, მზადყოფნაში არიან უპასუხონ ნებისმიერ დარღვევას“, – აცხადებენ ისრაელის სამხედროები.
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „აგრძელებენ ბრძოლას და სახმელეთო ოპერაციებს ლიბანში „ჰეზბოლას“ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ“.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე აცხადებენ, რომ საზოგადოებას აცნობებენ, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელო პრინციპებში რაიმე ცვლილება თუ შევა.