მძიმე ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე - დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი
1750150508
სამხედრო ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში გრძელდება. ისრაელი ირანის, ირანი კი ისრაელის ქალაქებს ბომბავს. რამდენიმე საათის წინ თეირანმა, თელ-ავივსა და ჰაიფას კვლავ შეუტია, დანიშნულების ადგილს მხოლოდ ერთმა ბალისტიკურმა რაკეტამ მიაღწია, რომელიც ნეიტრალურ ზონაში აფეთქდა.
გავრცელებული ცნობებით, რკინის გუმბათი მუშაობს, მოსახლეობა თავშესაფრებში დროულად გადავიდა. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გასულ ღამით აფეთქებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შეტევებს ახორციელებს ისრაელიც, თეირანში "ცაჰალმა" ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ოფისები დაბომბა.
ისლამური სახელმწიფოს ცნობით, ისრაელის ბოლო თავდასხმების შედეგად 45 ქალი და ბავშვი დაიღუპა, 75 კი დაშავდა. ასევე, შეტევა განხორციელდა წითელი ნახევარმთვარის ოფისზეც, დაიღუპა 2 თანამშრომელი.
შეიარაღებული კონფლიქტის პარალელურად, "დიდი შვიდეულის" სამიტი მიმდინარეობს კანადაში. სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე მოვლენებია. სამიტი დროზე ადრე დატოვეს შტატების პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა, დონალდ ტრამპი და მარკო რუბიო ვაშინგტონში ბრუნდებიან.
CNN-ის ცნობით, ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების შტაბს სიტუაციურ ოთახში შეკრება დაავალა. სოციალურ ქსელში კი დაწერა - "ყველამ დატოვეთ თეირანი!"
"ისრაელი ძალიან კარგად მუშაობს. თავიდან მე ირანს 60 დღე მივეცი იმისთვის, რომ უარი ეთქვათ ბირთვულ პროგრამაზე. ამ შესაძლებლობაზე მათ უარი თქვეს, ნახეთ რა მოხდა 61-ე დღეს. მე ვფიქრობ, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდება, ან რამე მსგავსი მოხდება. ირანი უკვე ფაქტობრივად მოლაპარაკების მაგიდასთანაა", - აცხადებს დონალდ ტრამპი.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია ორივე მხარემ ენერგეტიკულ, ადმინისტრაციულ და კულტურულ ინფრასტრუქტურაზე, ასევე სამოქალაქო მოსახლეობაზე ყველა იერიში შეწყვიტოს.
"თუ ამერიკის შეერთებული შტატები შეძლებს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას, ეს ძალიან კარგი იქნება, საფრანგეთი ამას მხარს დაუჭერს. აუცილებელია, რომ ორივე მხრიდან ყველა იერიში ენერგეტიკულ, ადმინისტრაციულ და კულტურულ ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით კი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, შეწყდეს, რადგან ამას გამართლება არ აქვს. როგორც კი ცეცხლის შეწყვეტა მოხდება, ჩვენ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, ირანთან უნდა განვაახლოთყოვლისმომცველი მოლაპარაკებები ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით", - აცხადებს მაკრონი.