ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

ირ

 ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ირანის ხელისუფლების ცნობით, ესმაილ ფექრი 2023 წელს დააკავეს. ოფიციალური თეირანის ინფორმაციით, ის ფულის სანაცვლოდ ცდილობდა მოსადისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებას.

როგორც მედია იუწყება, მას შემდეგ, რაც ისრაელმა პარასკევს ირანში საჰაერო ოპერაცია დაიწყო, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანია დაკავებული.

კვირას ისრაელში ირანული სადაზვერვო სამსახურისთვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი ისრაელელი დააპატიმრეს. ანალოგიური ბრალდებით გასულ კვირას თელ-ავივში 13 წლის მოზარდი დააკავეს.