„შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1778529855
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ირანთან ომის დასასრულებლად „საუკეთესო გეგმა“ აქვს და ირანის საპასუხო წინადადება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, როგორც „უბრალოდ მიუღებელი“.
„მე მაქვს გეგმა - იცით, ეს ძალიან მარტივი გეგმაა, არ ვიცი, რატომ არ ამბობთ ისე, როგორც არის: ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი“, - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ასე რომ, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ - ეს არის გეგმა. იცით, ხალხი კითხულობს, რა არის გეგმაო? გეგმა ძალიან მარტივია. უპირველეს ყოვლისა, ბლოკადა სამხედრო გენიის ნაწილი იყო“, - დასძინა მან.
პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ირანის უკანასკნელი შეთავაზება, რომელსაც მან „სულელური წინადადება“ უწოდა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ნებისმიერი შეთანხმება ირანისგან მოითხოვს პირობის დადებას ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის შესახებ, სანამ ის დოკუმენტს ხელს მოაწერს.
„იცით, ომის დროს უნდა შეიცვალო, უნდა იყო მოქნილი, ბევრი გეგმა გაქვს, მაგრამ სხვადასხვა დღეს სხვადასხვა გეგმა უნდა განახორციელო“, — თქვა ტრამპმა.
„მაგრამ მე მაქვს შესანიშნავი გეგმა — და ეს გეგმაა ის, რომ მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ბირთვული იარაღი“, — დაამატა მან. „მათ კი თავიანთ წერილში ეს არ უხსენებიათ“.