1766213827
იოჰანესბურგთან ბარში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, იოჰანესბურგის გარეუბანში მდებარე უცნობმა პირებმა ბარში ცეცხლი გახსნეს. Agence France-Presse ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, კიდევ 10 კი დაიჭრა.
ინციდენტი დღეს ღამე მოხდა. 10-მდე ადამიანი შემთხვევის ადგილზე ორი ავტომობილით მივიდნენ, ბარის სტუმრებს უმისამართო ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც მიიმალნენ. მათი მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
ბოლო თვის განმავლობაში ეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მასობრივი სროლის მეორე შემთხვევაა. 6 დეკემბერს უცნობმა პირებმა ქვეყნის დედაქალაქის, პრეტორიის გარეუბანში მდებარე ჰოსტელში გახსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა.












