ინდოეთში კომპანიამ „ბედნიერების ოფიცრის“ თანამდებობაზე რეტრივერი აიყვანა

რეტრივერი

ინდოეთში, ჰაიდარაბადის შტატში ტექნოლოგიურმა სტარტაპმა Harvesting Robotics-მა სამსახურში ოქროსფერი რეტრივერი აიყვანა - ძაღლმა „ბედნიერების ოფიცრის“ თანამდებობა დაიკავა.

„გაიცანით ჩვენი ახალი თანამშრომელი - დენვერი, ბედნიერების ოფიცერი. ის კოდებს არ წერს. ეს საერთოდ არ აინტერესებს. უბრალოდ მოდის, ჩვენს გულებს იპყრობს და ენერგიით გვავსებს“, - დაწერა LinkedIn-ზე სტარტაპის დამფუძნებელმა რაჰულ არეპაკამ და პოსტს ძაღლის ფოტოც დაურთო.

კვლევების მიხედვით, ცხოველების ყოფნა სამუშაო ადგილას ეხმარება თანამშრომლებს სტრესის შემცირებაში, ხელს უწყობს სოციალურ ურთიერთობებს და შესაძლოა, პროდუქტიულობასაც კი ზრდის.

კვლევამ, რომელიც ორგანიზაციამ Human Animal Bond Research Institute (HABRI) ჩაატარა, აჩვენა, რომ ცხოველ-მეგობრულ ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლების 87% უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დარჩნენ თავიანთ კომპანიაში, ხოლო 91% აცხადებს, რომ თავს სამუშაო პროცესში უფრო მეტად ჩართულად გრძნობს.