ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის, მათ შორის, ნავთობტანკერებისა და კომერციული გემებისთვის დაიხურა

ჰორმუზის სრუტე

ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის, მათ შორის, ნავთობტანკერებისა და კომერციული გემებისთვის დაიხურა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სრუტეში შესვლის მცდელობისას ნებისმიერი გემი თავდასხმის სამიზნე გახდება.

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ კომერციული გემები სრუტეში მოძრაობას განაგრძობენ.

მანამდე, აშშ-მა ირანზე „თავდაცვითი დარტყმების“ ახალი ტალღა განახორციელა. ცენტრალური სარდლობის ცნობით, თავდასხმის სამიზე ირანის სამხედრო სათვალთვალო შესაძლებლობები, საკომუნიკაციო სისტემები და საჰაერო თავდაცვის ობიექტები გახდა