მოძრაობა შეიზღუდება - გაფრთხილება მძღოლებს
1756395357
ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ბოლო თავდასხმას ანკლავში 76 ადამიანი ემსხვერპლა, 298 კი დაშავდა.
გაეროს ადგილობრივი წარმომადგენლების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დახმარების განაწილების ცენტრებში საკვების ძებნისას 18 ადამიანი დაიღუპა; ჯანდაცვის წარმომადგენლების ცნობით კი, ბოლო 24 საათში, შიმშილით 10 პალესტინელი დაიღუპა.
მთელი ღამის განმავლობაში, ისრაელი ბომბავდა ხან იუნისსა და ღაზის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებს. პარალელურად, გრძელდება სახმელეთო ოპერაციაც.
ისრაელის ინფორმაციით, "ცაჰალის" ბრიგადები ჯაბალიასა და ქალაქ ღაზის გარეუბანში სამხედრო ოპერაციებს განაგრძობენ. ისრაელის სამხედრო პრესმდივანმა მოქალაქეებს ქალაქ ღაზიდან ევაკუაციისკენ და სამხრეთ ნაწილში გადასვლისკენ მოუწოდა.