სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
გერმანია ღიაა გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებული იდეებისთვის, – ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბეილმა განაცხადა, იტყობინება „როიტერი“.
მისი თქმით, ყველაფერი ყურადღებით უნდა იყოს შესწავლილი.
„ჩვენ ველოდებით ევროკომისიის წინადადებებს, თუმცა გერმანია აიღებს როლს, რომელშიც გვსურს, ყველაფერი შესაძლებელი გავხადოთ და არა ისეთს, რომელშიც ყველაფერს ვბლოკავთ“, – განაცხადა კლინგბეილმა.
გერმანიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ კოალიციურმა მთავრობამ ვალდებულება აიღო, იურიდიული სირთულეების მიუხედავად, გაყინული რუსული აქტივების უფრო ინტენსიურად გამოყენებას მიაღწიოს.
„არსებობს ფინანსური საჭიროება. ჩვენ გვსურს, შევასრულოთ ჩვენი პასუხისმგებლობა უკრაინის მიმართ“, – განაცხადა ლარს კლინგბეილმა.