1781729221
გერმანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების გეგმასთან დაკავშირებით მეტ სიცხადეს ითხოვს - იოჰან ვადეპული
გერმანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების გეგმასთან დაკავშირებით მეტ სიცხადეს ითხოვს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპული ქვეყნების მხრიდან ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლო მხარდაჭერის გეგმასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ არსებობს საკმარისი სიცხადე.
მანამდე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ „მრავალი მოკავშირე“, მათ შორის გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი, მზად არიან, მხარი დაუჭირონ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს სრუტის გახსნასა და უსაფრთხოების გაძლიერებას. თუმცა ვადეპული აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებითი ინფორმაციაა საჭირო.
„გერმანიამ უნდა იცოდეს, შესაძლებელია თუ არა ასეთი მისიის განხორციელება ამ საზღვაო ზონაში, რაც ნიშნავს, რომ მეზობელმა სახელმწიფოებმა უნდა მისცენ თანხმობა“,- აღნიშნა ვადეპულმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის საკითხთან დაკავშირებით მაინც არსებობს „სულ მცირე, სიცხადის ნაკლებობა“.











