გაყინული რუსული აქტივები ომის დასრულების შემდეგ უნდა გამოიყენონ, უცნაურია, რომ ჩვენ ორი წლით ადრე გავცემთ ფულს, როდესაც სამშვიდობო შეთანხმება ახლოვდება – ანდრეი ბაბიში

ანდრეი ბაბიში

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის განცხადებით, გაყინული რუსული აქტივების გამოყენება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს.

როგორც ბაბიშმა აღნიშნა, ჩეხეთი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის ერთობლივი სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ აიღებს.

„ვთვლი, რომ ეს თანხა ომის დასრულების შემდეგ უნდა გამოიყენონ. უცნაურად მიმაჩნია, რომ ჩვენ უკვე დღეს, ორი წლით ადრე გავცემთ ფულს, როდესაც სამშვიდობო შეთანხმება ახლოვდება. ეს რატომღაც ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის,“ – განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო კვლავ დაჟინებით მოითხოვს გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასაფინანსებლად გამოყენებას.