„გარდიანი“: ისრაელის იერიშის შედეგად ღაზის სექტორში, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა

აშშ ისრაელს ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული პირობების გამო აკრიტიკებს

ისრაელის საჰაერო და სახმელეთო იერიშების შედეგად ღაზის სექტორში ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

„თვითმხილველები და სამედიცინო პერსონალი მედიასთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ისრაელელმა სამხედროებმა ღამით კვლავ დაბომბეს ღაზის აღმოსავლეთი, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა ზეიტუნის გარეუბანში. ხოლო სამხრეთით, ხან იუნისში 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი.

ისრაელელი სამხედროების განცხადებით, ისინი იკვლევენ ცნობებს და მათი ძალები იღებენ ზომებს მშვიდობიან მოსახლეობაზე ზიანის შესამცირებლად.