განადგურებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და დაშავებული ადამიანები - ღამის განმავლობაში, რუსეთი თავს უკრაინის რამდენიმე რაიონს დაესხა

კკ

უკრაინაში ომი გრძელდება - რუსეთის მასირებული თავდასხმის ობიექტი კიევია. ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქთან ერთად, შაჰიდის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმები მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე რაიონში მიმდინარეობდა.

თავდასხმების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ქვეყნის მასშტაბით მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. უკრაინის სრულ ტერიტორიაზე გამოცხადდა საჰაერო განგაში, რამდენიმე ოლქში კი ამოქმედებულია საჰაერო თავდაცვის სისტემაც.