dailymail: დონალდ ტრამპის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, ბორტზე იმყოფებოდა პირველი ლედიც
1758229389
გაერო-ს ჰუმანიტარული ოფისის წარმომადგენელი ოლგა ჩერევკო აცხადებს, რომ ქალაქ ღაზაში „კატასტროფული“ მდგომარეობაა.
მისი თქმით, სახმელეთო შეტევის მესამე დღეს ისრაელის ტანკები და ჯარისკაცები ქალაქში შეღწევას განაგრძობენ.
ამასთან, „ბიბისისთან“ ინტერვიუში ჩერევკომ განაცხადა, რომ ქალაქ ღაზას ყოველდღიურად ასობით ადამიანი ტოვებს და ისინი სექტორის სამხრეთ ნაწილში გადადიან. თუმცა გაერო-ს ჰუმანიტარული ოფისის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ ათასობით ადამიანი, ისრაელის ბრძანების მიუხედავად, ქალაქის დატოვებას არ აპირებს.
„ბიბისი“ წერს, რომ ისრაელის მიზანია, დაჯგუფება „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ისრაელელები გაათავისუფლოს და ასევე გაანადგუროს „ჰამასის“ 3 000-მდე მებრძოლი, რომელიც ამჟამად ქალაქ ღაზაში იმყოფება.
ისრაელის ხელისუფლების თქმით, მებრძოლები დაჯგუფების „მთავარ საყრდენს“ წარმოადგენენ.
ცნობისთვის, ისრაელის სამხედრო ძალებმა ქალაქ ღაზის ოკუპაციისთვის სახმელეთო შეტევა 16 სექტემბერს განაახლეს. მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზის სექტორი ალყაში მოაქცია, რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამწვავდა და მოსახლეობას საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტი აქვს. მათივე ცნობით, ისრაელი ამ დროისთვის ღაზის დაახლოებით 75%-ს აკონტროლებს.