ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდება
1754373564
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ ხელი მოაწერა განკარგულებას სასამართლოში იმ მტკიცებულებების წარდგენის შესახებ, რომლებიც დონალდ ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებას ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.
„Fox News-ს შეუძლია დაადასტუროს, რომ გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ფედერალურ პროკურორს ავალდებულებს, ნაფიც მსაჯულებს წარუდგინოს მტკიცებულებები, რომლებიც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის რუსეთთან სავარაუდო შეთქმულებას ეხება“, - წერს Fox News-ი.
ტელეკომპანია გაეცნო პემ ბონდის მიერ ხელმოწერილი განკარგულების გვერდს, ასევე მიიღო დადასტურება ინფორმირებული წყაროსგან.
მანამდე ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა. მისი თქმით, მას ამის დოკუმენტური მტკიცებულებები აქვს.
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა რუსეთი ხმის მიცემის პროცესში ჩარევაში, ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მოსკოვთან შეთქმულებაში დაადანაშაულეს.