ნიუ-მექსიკოს შტატში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულთა შორის ორი ბავშვია
1752077904
ევროპის დაცვაში სხვების იმედად ვერ ვიქნებით, ევროპის თავდაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ევროპარლამენტის სხდომაზე განიხილებოდა ევროპული საბჭოს ბოლო შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებები.
„სულ რაღაც ერთი კვირის წინ რუსეთმა წამოიწყო ომის დაწყებიდან უკრაინაზე დარტყმების ყველაზე მასშტაბური და მომაკვდინებელი სერია. 500-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვეს მხოლოდ რამდენიმე საათში. ომი კვლავ მძვინვარებს. რუსეთიდან საფრთხე შენარჩუნებულია. ეს არის რეალობა, რომელიც ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც თავდაცვას განვიხილავთ. ევროპის დაცვაში სხვების იმედად ვერ ვიქნებით. ევროპის თავდაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის თავდაცვის ხარჯების გაზრდასა და სამხედრო მრეწველობის გააქტიურებაზე.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებების განხორციელებისთვის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსეთი გადაიარაღებას სწრაფად ახორციელებს.