ჰამბურგიდან ვენაში მიმავალ მატარებელში მამაკაცი მგზავრებს თავს დაესხა - არიან დაშავებულები
1751560429
გამოუცხადებს თუ არა ევროპარლამენტი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს უნდობლობას? საკითხი კენჭისყრაზე მომდევნო კვირის ხუთშაბათს დადგება.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ პოლიტიკურ ჯგუფებს აცნობა, რომ ფონ დერ ლაიენის ნდობის ვოტუმზე დებატები ორშაბათსაა დაგეგმილი, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტი თავად გამოვა სიტყვით.
ფონ დერ ლაიენისადმი ნდობის საკითხი მემარჯვენე ევროდეპუტატებმა დააყენეს და ამ საკითხის პარლამენტში გასატანად საჭირო რაოდენობის ხელმოწერები შეაგროვეს. მემარჯვენე ევროპარლამენტარები ფონ დერ ლაიენს „ფაიზერგეითის“ საქმის გამო აკრიტიკებენ, ევროკომისიას კი გამჭვირვალობის ნაკლებობასა და არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებენ.