„სახლში ნახეს გარდაცვლილი...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1779479477
ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება ცხრათვიანი გამონაკლისის დაშვების შესახებ იმ ჩინურ ნახევარგამტარების კომპანიასთან თანამშრომლობაზე, რომელიც შეყვანილია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ევროკომისიის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ კომპანია Yangzhou Yangjie Electronic კვლავ დარჩება ევროკავშირის სანქციების სიაში, თუმცა ეს დროებითი შეღავათი ავტომწარმოებლებს საშუალებას მისცემს, ჩიპების ალტერნატიული მომწოდებლები იპოვონ და თავიდან აიცილონ პროცესის სერიოზული შეფერხება.
აღნიშნული ზომის ძალაში შესასვლელად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა წინადადებას ერთხმად უნდა დაუჭირონ მხარი.
ევროპელი ავტომწარმოებლები უფრო მეტად გახდნენ დამოკიდებულნი კომპანია Yangzhou Yangjie Electronic-ზე, რათა ჩაენაცვლებინათ იმ ჩინელი კონკურენტების პროდუქცია, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების წინა პაკეტებში მოხვდნენ.
„ეს კომპანია ჩვენს სანქციების სიაში იმიტომ დაემატა, რომ მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში. მათი პროდუქცია აღმოჩენილია იმ დრონებსა და მართვად ბომბებში, რომლებსაც რუსი სამხედროები უკრაინაში იყენებენ“, - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.
„ჩვენი სანქციების მიზანი ქცევის შეცვლაა და ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ ბალანსი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს სანქციები სერიოზულ ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს თავად ევროკავშირზე“, - დასძინა მან.