ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ალასკის სამიტში უკრაინისა და ევროკავშირის მონაწილეობის საკითხს განიხილავენ

fgg

 დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ალასკის სამიტში უკრაინისა და ევროკავშირის მონაწილეობის საკითხს განიხილავენ. შეხვედრის ინიციატორი ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კაია კალასია, რომელიც აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს უკრაინას და ევროკავშირს, რადგან ეს უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების საკითხია.

„შეერთებულ შტატებს აქვს ძალა, აიძულოს რუსეთი სერიოზული მოლაპარაკებები გამართოს. შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს უკრაინას და ევროკავშირს, რადგანაც ეს უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების საკითხია. როდესაც ჩვენ ვმუშაობთ მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, საერთაშორისო სამართლის მიხედვით ნათელია - ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია უკრაინას ეკუთვნის. შეთანხმება არ უნდა გახდეს რუსეთის შემდგომი აგრესიის პლაცდარმი უკრაინის, ტრანსატლანტიკური ალიანსისა და ევროპის წინააღმდეგ“, - აღნიშნა კალასმა.