ე.წ. შათდაუნის გამო აშშ-ში შაბათს 1400-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა

აეროპორტი

აშშ-ში შაბათს 1400-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. მიზეზი ე.წ. შათდაუნი გახდა, რომელიც ქვეყანაში პირველი ოქტომბრიდან გრძელდება.

ხელფასების გაუცემლობის გამო აეროპორტების თანამშრომელთა დიდი ნაწილი სამსახურში არ მიდის, რის გამოც პერსონალის დეფიციტია შექმნილი.