ესპანეთში დააკავეს დამნაშავე, რომელიც შემთხვევით თვითონ ჩაბარდა პოლიციას

დაკავება

ესპანეთში დააპატიმრეს უკრაინელი მამაკაცი, რომელიც მილიონ ევროს ოდენობის თაღლითობაშია ბრალდებული. ის თვითონ მივიდა პოლიციის განყოფილებაში, როცა გადაწყვიტა თავისი უცხოელის პირადობის მოწმობა გაეხანგრძლივებინა, წერს The Olive Press.

მათი ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლებამ მამაკაცზე საერთაშორისო ძებნა 2024 წლის თებერვალში გამოაცხადა. მას ბრალად ედება თაღლითობა.

ბენიდორმის ეროვნული პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ეს იყო ყველაზე მარტივი დაპატიმრება ამ წელს. უკრაინელმა პოლიციაში თავისი უცხოელის პირადობის მოწმობის ვადის გასაგრძელებლად მივიდა და როდესაც მის შესახებ მონაცემები შეამოწმეს, პოლიციის ბაზაში აღმოჩნდა, რომ მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.