ესპანეთი ევროკავშირ-ისრაელის ასოცირების შეთანხმების დაუყოვნებელ შეჩერებას ითხოვს, იტალია წინააღმდეგია

ევროკავშირ-ისრაელი

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირის საბჭოს სთხოვს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ისრაელთან ასოცირების შეთანხმება. ამის მიზეზად დიპლომატი ღაზის სექტორში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებს ასახელებს.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საბჭოს სთხოვს, დაამტკიცოს ისრაელისთვის იარაღის მიყიდვაზე ემბარგოს დაწესება და სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს შექმნაზე დაფუძნებულ გამოსავალს უთხრიან ძირს.

ამასთან, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი აცხადებს, რომ რომი წინააღმდეგია ევროკავშირ-ისრაელის ასოცირების შეთანხმების შეჩერებას.

„ჩვენი პოზიცია განსხვავდება ესპანეთისგან“, – თქვა ტაიანმა ბრიუსელში ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის კულისებში. ტაიანიმ დაამატა, რომ მნიშვნელოვანია ისრაელთან ურთიერთობების შენარჩუნება, რადგან ეს ხელს უწყობს ღაზის სექტორიდან მოქალაქეების ევაკუაციას.