მოსალოდნელია ძლიერი სეტყვა და ქარი! - როგორი ამინდი იქნება 5 მაისის ჩათვლით
1777751066
ლონდონის გარეუბანში მომხდარი თავდასხმა, რომლის შედეგადაც ებრაული თემის ორი წარმომადგენელი დაშავდა, პოლიციამ ტერორისტულ აქტად შეაფასა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 45 წლის მამაკაცი მკვლელობის მცდელობის ბრალდების საფუძველზე, ქალაქში მომხდარ ანტისემიტურ თავდასხმასთან დაკავშირებით დააკავა. მედიის ცნობით, ანტიტერორისტული პოლიცია იძიებს, არსებობს თუ არა კავშირი დანით შეიარაღებულ თავდასხმასა და ბოლო პერიოდში ლონდონში, სინაგოგებსა და სხვა ებრაულ ობიექტებზე განხორციელებულ განზრახ ცეცხლის წაკიდების შემთხვევებს შორის. ამავე ინფორმაციის თანახმად, გამომძიებლები ასევე იძიებენ, დანით შეიარაღებულ თავდასხმასთან შესაძლო ირანულ კავშირს. თუმცა, პოლიციაში აცხადებენ, რომ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია.